იანოშ ჰერმანი – გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება გაკეთდა რთულ მომენტში და მოითხოვს რუსეთის მხრიდან, რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს

გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უფრო მეტ ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც გაკეთდა რთულ მომენტში, მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უფრო მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაკვირდებით შემდგომ კომპლექსურ დისკუსიას საქართველოში. ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება“, – წერს ჰერმანი.

შეგახსენებთ, 9 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი მიმართვაში აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაში“კრემლი ნებისმიერ მომენტში, როცა საჭირო იქნება, საქართველოს ფსონად გაითამაშებს” – ხოდორკოვსკი
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა