დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა.
როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.
ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან,-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ – არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იქნას მიღებული.
“ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან, პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განვიხილავთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ კანონის არ მისაღებად, რათა შედეგების განხილვა არ მოგვიწიოს. ამავდროულად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრს სახელმწიფოსთან ერთან, მოუწევთ რეაგირება და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, ვინაიდან საბოლოო ჯამში ჩვეულებრივ ხალხს, თითოეულ პიროვნებას ნეგატიურად შეეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ამ ნეგატიურ ეტაპზე არ გადავალთ”, – აღნიშნა მან.