ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად

ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა, ამასთან ერთად, ეს პარტია არის სიძულვილის პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლაც იმავეს აკეთებენ ოპოზიციის რიგებიდან.

„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და ჩვენ გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის – კობახიძე