კრამერი – ძალიან მაწუხებს, თუ საით მიემართება საქართველო “ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს რისკი კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნების ჩატარებაზე.

“ძალიან მაწუხებს ის, თუ საით მიემართება საქართველო “ქართული ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. ჩემი აზრით ის არასწორი მიმართულითებით მიდის. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, რომლებიც დმანისსა და რუსთავში მოხდა.

ძალიან მაწუხებს, რომ ის რასაც აქ ვხედავთ არის სახელმწიფოს მოტაცება და მზარდი გავლენა ინდივიდისა, რომელიც აღარ არის არჩეული თანამდებობის პირი. ვსაუბრობ ბატონ ივანიშვილზე, რომელიც როგორც ჩანს კულისებიდან მართავს მოვლენებს.

ჩემი გაფრთხილება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა არასროს დააწესებს სანქციებს, პლახოტნუკიც იმავეს ფიქრობდა მოლდოვაში, კოლუმოისკი უკრაინაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებთ ვითარდება, შესაძლოა საკმაოდ ძლიერი სიგნალი გავაგზავნოთ წერტილოვანი სანქციების დაწესებით.

არსებობს რისკი, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები, საქართველო დგას რისკის წინაშე სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებები”, – თქვა კრამერმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ყოველდღიური ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსია
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვი 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასა და ბუსტერ დოზების გამოყენებაზე რეკომენდაციას აქვეყნებს