კულუმბეგოვი 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასა და ბუსტერ დოზების გამოყენებაზე რეკომენდაციას აქვეყნებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასა და ბუსტერ დოზების გამოყენებაზე რეკომენდაციას აქვეყნებს და წერს, რომ ემხრობა მომავალში ვაქცინაცია შემდეგი პრინციპით გაგრძელდეს:

“12 -15 წლის რისკის მქონე დაავადების ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტიგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში!

6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია…) ხალხისთვის!

პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია გადაწყეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროვებული!”- წერს კულუმბეგოვი.

banner
წინა სტატიაშიკრამერი – ძალიან მაწუხებს, თუ საით მიემართება საქართველო “ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ
შემდეგი სტატიაპოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი