წერეთელი – 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ყოველდღიური ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსია

ხელისუფლება, რომელიც არ გიქმნის პირობებს ნორმალური ცხოვრებისთვის, რატომ უნდა გყავდეს? – თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა, გურჯაანში კახეთის გუნდის წარდგენაზე განაცხადა.

„საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის აქტიურობით შევცვლით ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ. თითოეული ჩვენთაგანის ამოცანაა, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. დღეს არის ის დრო, როდესაც ადამიანებმა უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები სწორედაც, რომ ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსია, ამიტომ საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის აქტიურობით შევცვლით ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიგაძვირებული პურის ფქვილი – უკმაყოფილო მოსახლეობა მარტვილში
შემდეგი სტატიაკრამერი – ძალიან მაწუხებს, თუ საით მიემართება საქართველო “ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ