კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერეს.

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება.

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების აპარატურით და საწოლებით აღჭურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

კლინიკას 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი უკვე გადაეცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ.

„დღეს რუხის საავდმყოფოში ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და 35 საწოლი. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდებიან. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხზე. პროცესს კოორდინაციას ადგილზე სამინისტროს წარმომადგენელი გაუწევს. კლინიკის აღჭურვის პროცესი გაგრძელდება და ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, 200-მდე პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ. ვითვალისწინებთ ასევე იმ ფაქტს, რომ ჩვენ მივიღებთ პაციენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათაც გავუწევთ სათანადო სამედიცინო მომსახურებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი ზედმეტად ანებივრებდა კომერციულ ბანკებს, გასცემდა რა დიდძალ რეფინანსირების სესხებს, თანაც არასტაბილური ლარისა და მზარდი ფასების პირობებში