კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა

კორონავირუსით დაინფიცირებული 2 პაციენტი, რომელთა შესახებ ცნობილი დღეს გახდა, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თბილისის ინფექციური სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 14 დაინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 1 კი საჩხერის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, მათგან ორს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ერთის კვლევა ჯერჯერობით გრძელდება. ის მოქალაქეები, ვისაც ვირუსი არ დაუდგინდა, საკარანტინო სივრცეში გადადიან. დღეს ტესტი კიდევ 14 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს.

“ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 ადამიანია, ჩვენთან კი 14 ადამიანი იმყოფება. ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი არის მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი ამ პირთან. მეორე შემთხვევა – ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ახლა ვერ გეტყვით, ეს შემთხვევა ესპანეთიდან ჩამოტანილ შემთხვევად ჩაითვლება, თუ იტალიის შემთხვევად,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ
შემდეგი სტატიაამბროლაურში სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული