ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

ქუთაისში ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდების მოქალაქე, 23 წლის სიმ ვიგერი (Siem Wigger) ქუთაისში 7 მარტს საღამოს დაიკარგა.

ახალგაზრდა ბოლოს, მეგობართან ერთად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კვების ობიექტ „ბარაქაში“ იმყოფებოდა.

ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მეგობრის თქმით, სიმ ვიგერი თვალთახედვიდან კაფედან გამოსვლის შემდეგ დაკარგა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირის დაკარგვის შესახებ შემოსული განცხადების საფუძველზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი
შემდეგი სტატიაკორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა