კორონავირუსის საფრთხის გამო ჰონგ-კონგის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება გადაიდო

კორონავირუსის საფრთხის გამო ჰონგ-კონგის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება გადაიდო. ამ ინფორმაციას ჰონგ-კონგის განათლების მინისტრი კევინ იუენი ავრცელებს. მისი თქმით, სასწავლო პროცესი 16 მარტამდე გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ სასწავლო პროცესის 2 მარტამდე გადადებას დაუჭირა მხარი, თუმცა კოროკავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.

ამ დროისთვის ჰონგ-კონგში კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი : 7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს, 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი „მატროსოვზე“ გაიმართება