კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,79 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,48 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,94 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 289 პაციენტი, 39 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 675 თბილისში გამოვლინდა