კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 675 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარაში – 201, იმერეთში – 257, ქვემო ქართლში – 97, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 198, კახეთში – 206, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 048 საიდანაც: 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 719, იმერეთში – 1 073. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 172, იმერეთში – 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 25. 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 – თბილისში, 434 – აჭარაში.

23 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 82, ხოლო აჭარაში – 7.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სულ 6 ოქტომბრიდან – 11 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 144 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 754 პირი, აჭარაში – 3 297, იმერეთში – 3 171.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,79 პროცენტს შეადგენს
შემდეგი სტატიასაქართველოში ჯამში 1 491 371 აცრაა ჩატარებული