კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარას, 35 თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას, 35 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„დაემატა 314 ახალი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 270. კვლავ ლიდერობს აჭარა 72 პროცენტით, ეს არის 225 შემთხვევა, თბილისში არის ცხრა პროცენტი – 35 პაციენტი, იმერეთში 22 შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -18, შიდა ქართლში – ცხრა, სამცხე ჯავახეთში – სამი, გურიაში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად მკურნალობას გადის 3 542 ინფიცირებული, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„25 არის კრიტიკული, აქედან 23 მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, – აღნიშნა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი რურუა : ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ლანძღვაზე