კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევიდან 1 033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა