საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887.

მისივე თქმით, 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 801, იმერეთში – 973.

„მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 103, იმერეთში – 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 162, აჭარაში – 90, იმერეთში – 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 – აჭარაში, 1 207 – თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში-1 307, ხოლო იმერეთში – 39. სულ 6 ოქტომბრიდან – 11 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 14 354 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში – 16 997, იმერეთში – 4 328“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

საქართველოში სულ კორონავირუსის 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 120 ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაშეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე შეამცირა – ივანე მაჭავარიანი