კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა. მამაკაცი საკარანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რომელსაც გეგმური შემოწმებისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 15 ინფიცირებულიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტს პნევმონია აქვს.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოში 15 ინფიცირებული მკურნალობს. გუშინ საღამოს დაგვემატა ერთი ინფიცირებული. მას ბალტიისპირა ქვეყნებში აქვს მოგზაურობის ისტორია. მამაკაცი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და მე-14 დღეს დაუფიქსირდა კორონავირუსი. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი ადამიანი არის მძიმედ, რომელსაც პნევმონია აქვს”,- აცხადებს გია კიკაბიძე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა სასამართლოს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმის პროკურორი – 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოვითხოვთ