პროკურატურა სასამართლოს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თ.ღ.-ს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს მ.ღ-ს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester“-ი. სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ კოალიცია “ძალა ერთობაშია” დატოვეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა