67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის 53-ე და 54-ე უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება აღიარა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის ორივე უბანზე 53-ე და 54-ე უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება აღიარა.

როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა კორცხელის  53-ე უბანზე კონკურენტს 10 ხმით მოუგო. ნაცატუს  54-ე უბანზე კი გამარჯვება 47 ხმით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს კორცხელის 53-ე და 54-ე უბნების ხმების ხელახლა დათვლის გადაწყვეტილება მიიღო.“ქართულმა ოცნებამ” შუალედური არჩვენების შედეგები გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, კორცხელის გამარჯვებული “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვარადებული ლაშხია გახდა.როგორც სხდომაზე აღნიშნეს, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას შეიძლება, ხმების დათვლის პროცესისთვის ხელი შეეშალა.

კორცხელი2

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
შემდეგი სტატიაგელა კეტაშვილი: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე იმდენი ნაციონალი დავინახე, პირი ღია დამრჩა