გელა კეტაშვილი: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე იმდენი ნაციონალი დავინახე, პირი ღია დამრჩა

გელა კეტაშვილი: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე იმდენი ნაციონალი დავინახე, პირი ღია დამრჩა

ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმის გამო, რომ ის „ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე არ მიიწვიეს. „ეს შეურაცხყოფად მივიღე და ძალიან დამწყდა გული”, – აღნიშნა კეტაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ყრილობაზე ნაციონალური მოძრაობის ბევრი მხარდამჭერი დაინახა. მათ შორის, ძმები არველაძეები.

„მათთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ნაციონალებს და ნამდვილად არ ველოდი, ამ ყრილობაზე თუ აღმოჩნდებოდნენ. საერთოდ, „ქართული ოცნების” ყრილობაზე იმდენი ნაციონალი დავინახე, პირი ღია დამრჩა. ნაციონალების რეჟიმთან ბრძოლას თავი შევაკალით და ჩვენი მოყვანილი ხელისუფლება ჩვენზე წინ ნაციონალებს აყენებს?!”, – აცხადებს კეტაშვილი.

წყარო

banner
წინა სტატიაში67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის 53-ე და 54-ე უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება აღიარა
შემდეგი სტატიაგორბაჩოვმა კიევს მის ევროპაში არ შეშვებაზე უპასუხა