კორცხელის სკანდალური დაპირისპირების მონაწილე სპორტსმენები მილანსა და ნიუ იორკში მოგზაურობენ

“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, კორცხელის სკანდალური დაპირისპირების მონაწილეები მილანსა და ნიუ იორკში მოგზაურობენ.

გიგა ტყემალაძეს და ნოშრევან წურწუმიას სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

როგორც გაირკვა, პროკურატურას ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულებისთვის ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვების დაწესება არ მოუთხოვია.
ტელეკომპანია ამ თემას სიუჟეტს უძღვნის, სადაც საუბარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს მათ მიერ საზღვრის გადაკვეთაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბარში, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ბრალდებულებს არასაპატიმრო ღონისძიება აქვთ შეფარდებული, რაც მათ გადაადგილებაში ხელს არ უშლის. მთავარი პირობა, ამ შემთხვევაში გამოძიების მოთხოვნისთანავე უწყებაში გამოცხადებაა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიამორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა