მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

“მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამტრედიის საავადმყოფოში მოათავსეს”, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, ექვსიდან ათ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის სკანდალური დაპირისპირების მონაწილე სპორტსმენები მილანსა და ნიუ იორკში მოგზაურობენ
შემდეგი სტატია„გაწმენდა სექსით“, ანუ ადამიანი, რომელსაც ბავშვებთან სექსის გამო ფულს უხდიან