კორცხელში “ქართული ოცნების” აქტივისტები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ

kjorcxeli5საკრებულოს შუალედური არჩვენები დასრულდა. ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
ხმის დათვლის პროცესი  53-ე უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. თუმცა ,,ქართული ოცნების” აქტივისტები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ.

როგორც ცნობილია, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. თავის მხრივ მომხდარს ”ქართულმა ოცნებამ” პროვოკაცია უწოდა.
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ვარადებულ ლაშხია, “ქართული ოცნებიდან” ამირან ლაგვილავა და “თავისუფალი საქართველოდან” თეონა ქარდავა იბრძვის.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ხელკეტები, “ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრება იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ კორცხელში მომხდარ ძალადობას გმობს