„თავისუფალი დემოკრატები“ კორცხელში მომხდარ ძალადობას გმობს

„თავისუფალი დემოკრატები“ კორცხელში მომხდარ ძალადობას გმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ პრინციპულად ვგმობთ კორცხელში მომხდარ ძალადობას, რადგან ეს არის ადამიანების უფლებების ხელყოფაა; ეს ქმედებები დღეს ჩვენთვის ისევე მიუღებელია, როგორც წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული ძალადობა. ამასთანავე, ეს არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩადენილი ფიზიკური და მორალური ძალმომრეობა. მომხდარი კატასტროფულად აზიანებს ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულობას და, კერძოდ, საარჩევნო პროცესის ობიექტურად, სამართლიანად წარმართვის შესაძლებლობასა და პერსპექტივას. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედება უშუალოდ ზღუდავს ამომრჩევლის თავისუფლებას, რადგან უკიდურესად უარყოფითად ზემოქმედებს მის უფლებაზე, გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატები“ სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლად დაიწყონ გამოძიება, რათა გამოვლინდეს და უმკაცრესად დაისაჯოს მომხდარი დანაშაულის ყველა დამკვეთი, წამქეზებელი და უშუალო შემსრულებელი.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში “ქართული ოცნების” აქტივისტები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ
შემდეგი სტატიაკორცხელში დავით ბაქრაძე ჩავიდა