კახა კალაძე – ხელკეტები, “ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრება იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას პროვოკაციას უწოდებს და მასში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ადანაშაულებს.

კალძის თქმით, ნათელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გიგა ბოკერია მართავს, რომელის დღეს დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა.

კალაძეს იმედი აქვს, რომ მომხდარში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება.

ამასთან, კალაძე პირობას დებს,რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.

“დღეს რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ეს იყო მიზანმიმართულად განხორციელებული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის მხრიდან”. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები მოახდნენ ამ ფაქტზე რეაგირებას და ყველა დაისჯება, ვინც მასში მონაწილეობდა.

დღესაც დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ბატონი ბოკერიას კუთვნილი პარტია. ასევე, ის პირველი ათეული, რომელიც მათ მიერ არის დასახელებული, ცხადჰყოფს, რომ პარტიაში გადაწყევტილების მიმღებია ბატონი ბოკერია.

ასევე, ვაშაძის წასვლა მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი პარტიაში შემცირებულია. ყველგან მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა არჩევნები, ერთადერთი სოფელი იყო კორცხელი, სადაც ბატონი ბოკერია იმყოფებოდა. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. ბოკერია საკმაოდ გამოცდილია პროვოკაციებში, თუმცა ბოკერიას ეშლება, რა რეალობაა დღეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთის, რომ ოქტომბრის არჩევნები წყნარ გარემოში ჩატარდეს. ყველა იქ მყოფი ადამიანი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მისი წევრი იყო. რაც შეეხება ხელკეტებს, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრება ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ”,- განაცხადა კალაძემ “იმედის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი და გერმანია საქართველოსთვის, უკრაინასთვის და კიდევ 2 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა
შემდეგი სტატიაკორცხელში “ქართული ოცნების” აქტივისტები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ