“კორცხელის ინციდენტის მონაწილეები პარტიის თავყრილობაზე კალაძის გვერდით ვიხილეთ”

პრეზიდენტის პრესსპიკერ, ეკა მიშველაძის განცხადებით, ინსტიტუციების დისკრედიტაცია ხდება.

მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ამ დრომდე კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა.

“ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტის მონაწილეებისადმი სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ, კახა კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოსთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსს, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებიდან აკეთებს” , – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიანავთლუღის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ზუმბაძე დაიკითხა