ნავთლუღის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ზუმბაძე დაიკითხა

ნავთლუღის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ზუმბაძე დაიკითხა.
როგორც მოწმემ აღნიშნა, ამჟამად შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობს. კუდ-ში კი 2005-2012 წლებში მუშაობდა.

ზუმბაძის განცხადებით, 2006 წლის 12 იანვარს მისმა უფროსმა გია დგებუაძემ დავალება მისცა ზემო ფონიჭალაში წასულიყო და სამი ახალგაზრდა ავტომანქანაში ჩაესვა. შემდგომ თბილისის მასშტაბით ემოძრავა ავტომანქანით.
“სამი საათი თბილისის მასშტაბით ვმოძრაობდი სამ მგზავრთან ერთად. ავტომატები რომ ჰქონოდათ, ალბათ დავინახავდი, დიდია კალაშნიკოვი და ჩაჯდომის დროს მათ უხერხულობას შეუქმნიდა. მხოლოდ ქეისი შევნიშნე, იქ ავტომატებს ვერ ჩადებდნენ, პატარა ზომის იყო. დგებუაძეს არ უთქვამს რა მიზნით უნდა შემესრულებინა ეს დავალება ან რა ოპერაცია მზადდებოდა. მითხრა ის, რომ ნავთლუღის ტერიტორიაზე უნდა მიმეყვანა. როდესაც მგზავრები ჩამოვსვი, დავინახე დგებუაძე, მისთვის ავტომატი არ შემინიშნავს. წავედი, თუმცა 2 წუთში სროლების ხმა გავიგე. ეჭვი გამიჩნდა, ჩემს მგზავრებთან ხომ არ იყო დაკავშირებული. მივბრუნდი და დავინახე 3 გარდაცვლილი ახალგაზრდა. დგებუაძე ახალაია ქარდავა მაზმიშვილი და თათუხაშვილი იყვნენ შემთხვევის ადგილზე”,-განაცხადა ზუმბაძემ

banner
წინა სტატიაში“კორცხელის ინციდენტის მონაწილეები პარტიის თავყრილობაზე კალაძის გვერდით ვიხილეთ”
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერი: ეკლესიის შემთხვევა, ყველა კათოლიკეს სულიერი ჭრილობაა