ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

პოლიტოლოგი ხათუნა

„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა ზეწოლის მსხვერპლი ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი სოსო ჩიტორელიძე გახდა. თავად სოსო ჩიტორელიძის განმარტებით ის ,,ქართული ოცნების“ ოფისში სამსახურეობრივი საკითხების განსახილელად დაიბარეს. რეალურად კი შეხვედრას ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანში გიორგი ლილუაშვილი, გამგებელი ზაზა ხუციშვილი, გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას დეპუტატმა გელა ვარდოსანიძემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სოსო ჩიტორელიძე და მისი ოჯახი ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახიდან გააძევეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი დღეს ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ ვანის რაიონულ ოფისში გამართა. ხათუნა ლაგაზიძე დღესვე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრას შეეცადა, ზაზა ხურციძე კაბინეტში იმყოფებოდა თუმცა პარტიის ლიდერთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“პრემიერის გუნდში გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ”
შემდეგი სტატია“კორცხელის ინციდენტის მონაწილეები პარტიის თავყრილობაზე კალაძის გვერდით ვიხილეთ”