კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან ​- ენმ-ს წევრი დაკითხვაზე დაიბარეს

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე დაკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება სამეგრელოში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც ანა წითლიძის განცხადებით, გუბერნატორი, ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები მონაწილეობენ.

გამოძიება ამ თემით, “შაბათის კურიერში” გასული სიუჟეტის შემდეგ დაინტერესდა, რომელიც ოკუპირებული რეგიონიდან სიგარეტის არალეგალურ ბიზნესს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაში“ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებით” – ზაქარია ქუცნაშვილი
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა