“ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებით” – ზაქარია ქუცნაშვილი

ჩვენ არც გვჭირდება და არც გვეშინია

“ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებით, თვისობრივი ხასიათის ცვლილებები,“- ეს განცხადება, მმართველი გუნდის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გააკეთა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

მმართველი გუნდის შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა სამთავრობო ცვლილებებია.

ზაქარია ქუცნაშვილმა მედიასთან არ დააკონკრეტა თუ რომელ მინისტრს გულისხმობდა ცვლილებებზე საუბრის დროს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია – ცვლილებების დრო დგება
შემდეგი სტატიაკონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან ​- ენმ-ს წევრი დაკითხვაზე დაიბარეს