ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაბთაი ცურს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო – ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რომლის წინაშეც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა დგას. საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების უკანონო გასხვისების ფაქტებს.

„ჩვენ ერთნაირად ვიბრძვით ადამიანი უფლებების იმ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რასაც საკუთრების უფლება ჰქვია. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქონება ეკუთვნის ქართველს, ებრაელს, ბერძენს თუ უკრაინელს მისი ხელყოფა დაუშვებელია და მისდამი შეუფერხებელი წვდომა თითოეული მესაკუთრის უფლებაა“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ისრაელის მთავრობის როლის გაზრდის შესაძლებლობას.

შეხვედრის მონაწილეებმა დაგმეს სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიკონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან ​- ენმ-ს წევრი დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაცნობილია მინისტრების ვინაობა ვინც დღეს თანამდებობას დატოვებს