“კონსტიტუცია ყველასია, ხელისუფლება კი ცდილობს რომ ეს წესები მხოლოდ მათ მიერ იყოს მიღებული”- დავითაია

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით კონსტიტუცია საქართველოს ყველა მოქალაქისაა, ამიტომ ხელისუფლებამ თამაშის წესები მათ დაუკითხავად არ უნდა მიიღოს. დავითაიას განცხადებით პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორს დაგეგმილი აქვს რიგი ღონიძიებები, რომელიც „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის არის დიპკორპუსთან, ვენეციის კომისიასთან და მოსახლეობასთან შეხვედრებიც:
„კონსტიტუცია არის ყველასი ეს იქნება პრეზიდენტი, ჩვეულებრივი მოქალაქე, პარტიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი თუ სხვა ვინმე. აქედან გამომდინარე ქვეყანაში თამაშის წესების მიღებისას ეს ყველამ უნდა გაითავისოს. დღეს ხელისუფლება ცდილობს რომ ეს წესები იყოს მხოლოდ მათ მიერ მიღებული. გუშინ ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში, დღეს გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტთან და გვექნება მსჯელობა შემდეგი მოქმედებების შესახებ, გვაინტერესებს რას აპირებს პრეზიდენტი. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გარკვეული ღონისძიებები, ესაა დიპკორპუსთან, ვენეციის კომისიასთან, საზოგადოებასთან შეხვედრა, ყველა ამ მიმართულებით გვექნება აქტივობები“- განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო რეფორმაა.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩიეს
შემდეგი სტატია,,კონსტუტუციური წესრიგი ირღვევა არა მხოლოდ ქუჩიდან, არამედ კაბინეტებში მიღებული არალეგიტიმური გადაწყვეტილებითაც“ – ბაჩუკი ქარდავა