კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩიეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გახდა. ის არჩევნებში რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი იყო.

კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს თანამდებობზე ყოფნის ვადა 19 მაისს ეწურება. ის სამი წლის ვადით აირჩიეს. თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.

კახა ბექაური 1969 წელს დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემიტიკის ფაკულტეტის ოპტიმიზციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით სწავლობდა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო კომპანიებში, 2000 წლიდან მედიასივრცეში მუშაოდა. 2000-2002 წლებში საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილედ; 2002-2003 წლებში იყო ტელკომპანია, “მზის” გენერალური დირექტორი; 2004-205-წლებში საზოგადოებრივი მუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2010-2011 წლებში ტელეკომანია ,”მაესტროს” გენერალური დირექტორი; 2012 წელს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ხელმძღვანელი; 2014 წლიდან კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიის წევრია.

banner
წინა სტატიაშიელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“კონსტიტუცია ყველასია, ხელისუფლება კი ცდილობს რომ ეს წესები მხოლოდ მათ მიერ იყოს მიღებული”- დავითაია