,,კონსტუტუციური წესრიგი ირღვევა არა მხოლოდ ქუჩიდან, არამედ კაბინეტებში მიღებული არალეგიტიმური გადაწყვეტილებითაც“ – ბაჩუკი ქარდავა

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრა იმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში. გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებ ხვდება.
როგორც ჟურნალისტებთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, კონსიტუტციის დასაცავად მიმდინარეობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების კონსოლიდირებული მოძრაობა, რომელიც ნებისმიერი ხერხით დაიცავს ქვეყნის მთავარ დოკუმენტს.

„დავიწყოთ იქიდან, რომ კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში ირღვევა არა მხოლოდ ქუჩიდან ძალადობით, არამედ თავისუფლად შესაძლებელია კონსტიტუციური წესრიგის მოშლა კაბინეტებში მიღებული არალეგიტიმური გადაწყვეტილებებით. პირდაპირპროპორციულად იმისა, როგორ კარგავს ქართული ოცნება რეიტინგს საქართველოს მოსახლეობაში. ყველაფერს აკეთებს, რომ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. საქართველოს პრეზიდენტი არის ის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ფიცის დადების დროს იღებს პასუხისმგებლობას კონსტიტუციის დაცვაზე. სწორედ ამიტომაც ბრძოლა კონსტიტუციის დასაცავად, ჩვენ დავიწყეთ მასთან შეხვედრით. შეხვედრის შემდეგ ალბათ უფრო გასაგები იქნება ჩვენი ქმედებები, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციულები, თუმცა, უნდა იცოდეს ხელისუფლება, რომ მოძრაობა, რომელიც არის კონსოლიდირებული, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოძრაობა, ის აუცილებლად დაიცავს კონსტიტუციას ნებისმიერი პოლიტიკური ხერხით“ – განაცხადა ქარდავამ.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი აღქმული იყოს ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციულ ქმედებად, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ დესტრუქციულ ქმდებად შეიძლება აღიქვა ხელისუფლების, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება და არა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ,,ჩვენი ბრძოლა არის დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის, კონსტიტუციის დასაცავად. მმართველი გუნდი კი ხელისუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის“, – განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.

banner
წინა სტატიაში“კონსტიტუცია ყველასია, ხელისუფლება კი ცდილობს რომ ეს წესები მხოლოდ მათ მიერ იყოს მიღებული”- დავითაია
შემდეგი სტატიაN16 პენიტენციურ დაწესებულებას ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დელეგაცია ეწვია