კონსტანტინე ვარძელაშვილი: როცა იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, სამინისტროს არც ადეიშვილი და არც გვარამია არ ხელმძღვანელობდა

საქართველოს პარლამენტი საქმეზე, რუსთავი 2 პარლამენტის წინააღმდეგ, ორი მოსამართლის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს. მიზეზად წარსულში ნიკა გვარამიასთან მუშაობა სახელდება.

მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი ამბობს, რომ მას ნიკა გვარამიასთან არ უმუშავია, რაც შეეხება მის მეუღლეს მან გვარამიასთან 5 თვის განმავლობაში განათლების სამინისტროში იმუშავა, რის შემდეგაც სამინისტრო დატოვა.

კონსტანტინე ვარძელაშვილი ამბობს, რომ მან ასევე ნამდვილად იმუშავა წლების განმავლობაში ლევან ბერძენიშვილთან ერთად ბანკი ქართუს პროექტებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ როდესაც ის მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ პერიოდში სამინისტროს არც ზურაბ ადეიშვილი და არც ნიკა გვარამია არ ხელმძღვანელობდნენ.

“ჩემი მეუღლე დაახლოებით 5 თვე მუშაობდა ნიკა გვარამიასთან ერთად. ამის შემდეგ მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. რამდენად არის ეს
საფუძველი იმისა, რომ შეტანილი იქნეს ეჭვი, ამ საკითხს შეისწავლის კოლეგია და მიიღებს გადაწყვეტილება.

ბატონ ლევანთან ჩემი მეუღლე არ მუშაობდა. მე მქონდა გარკვეული შეხება მასთან. მე არ ვიყავი მისი მოადგილე, რამდენადაც მახსოვს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო პერიოდში
მუშაობა. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა და ასევე იმ პროექტებზეც, რომლებსაც ბანკი ქართუ ახორციელებდა. ბატონი ლევანი ფონდის დირექტორი იყო.

მე იუსტიციის სამინისტროში 2004-2006 წლებში მაგ დროს სამინისტროს ხელმძღვანელი არც ნიკა გვარამია და არც ზურაბ ადეიშვილი არ იყო.

მიუხედავად ამისა. რადგან კითხვები არსებობს ცხადია სასამართლო ვალდებულია, რომ შეისწავლოს მას შემდეგ, რაც ეს განცხადება შემოვა სასამართლოში,” – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა