ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

policia

სოფელ სამრეკლოში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 32 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი გარდაცვლილები დილით ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მათგანი სავარაუდოდ, აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან გამოყოფილი CO-ს გაჟონვის შედეგად გაიგუდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს 32 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ცხედრებს ექსპერტა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ.

მომხდარ ფაქტს დედოფლისწყაროს პოლიცია იკვლევს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე ვარძელაშვილი: როცა იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, სამინისტროს არც ადეიშვილი და არც გვარამია არ ხელმძღვანელობდა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის ახალი სარჩელის განხილვას ხვალ დაიწყებს