ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შს სამინისტროს ინფორმაციით ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე განყოფილების უფროსი კადრების განყოფილებაში იქნება გადაყვანილი. საქმე ეხება ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს.

ადვოკატი ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა და პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე ვარძელაშვილი: როცა იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, სამინისტროს არც ადეიშვილი და არც გვარამია არ ხელმძღვანელობდა