კონსტანტინე გამსახურდია: ესეც პუტინის რუსეთის ტიპის რეიდერული ნაბიჯი

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია:"მიყვები ქუჩებს და ხედავ, არქიტექტურული ლოგიკა საშინელი ქირურგიული ჩარევებითაა დარღვეული"თავის დროზე, როდესაც დავუპირისპირდით ნაციონალური მოძრაობის მიერ დამყარებულ რეჟიმს სახელმწიფოში, უმთავრესი საკითხი იყო პუტინის რუსეთში დამკვიდრებული პრაქტიკების გადმონერგვა.
მაგრამ ვინმე თუ მეტყვის, რა ქვია:
1. მოსმენების კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც ფაქტობრივად არის რუსეთის დუმის დეპუტატის, იაროვაიას ინიცირებული და შარშან მიღებული კანონი? რატომ მოხდა პუტინის რუსეთის მიერ მიღებული კანონის კოპირება საქართველოს სამართლებრივ სივრცეში?
2. რუსთავი 2-ის მიკუთვნებას ხალვაშისთვის, რომელიც ასევე ტელევიზიის უკანონო მფლობელი იყო თავის დროზე. აქვე კიწმარიშვილის ოჯახზე კრინტს არავინ ძრავს, რომელიც ყველაზე კანონიერია პრეტენდენტთა შორის. ესეც პუტინის რუსეთის ტიპის რეიდერული ნაბიჯი. დამოუკიდებელი ინსტანციააო, რომ ამტკიცებენ, აბა პუტინის რუსეთში სასამართლო ფორმალურად დამოუკიდებელი არ არის? მაგრამ სინამდვილეში რაც არის, კარგადაა ცნობილი. ესეც კიდევ ერთი კოპირება – NTV-ს დაპყრობა პუტინის მიერ 2000-იან წლებში.
“ყველაფერს ვიღონებთ პლურალისტური მედიისთვისო” – აცხადებენ მთავრობაში. ნეტავ რომელ მოქმედ ელექტრონულ მედიასაშუალებას გულისხმობენ?-წერს კონსტანტინე გამსახურდია “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში(video) „პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა”- პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე
შემდეგი სტატიაპროცესის მოტივაცია პრეზიდენტთან დაკავშირებული შეხედულებებია – მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს