(video) „პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა”- პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის საქმეს პოლიტიზირებული უწოდა. საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილი უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი. მან პარალელი გაავლო 2007 წლის “იმედი” დარბევასთან და ხელისუფლებას დანაშაულებრივი და პროვოკაციული გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:

“პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ მათავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან, ჩვენ ფაქტიურად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე …მას მერე პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზრებას ახორციელებდა ” განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით , რუსთავი 2-ის საქმე არ ჩამოსულა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგიდან.

“მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების შემდეგ მოხდა ”იმედის” დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=nicyCQYRb5Y&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: ესეც პუტინის რუსეთის ტიპის რეიდერული ნაბიჯი