კონფლიქტი ღვივდება: თურქეთმა გერმანელი უფლებადამცველი დააპატიმრა

გერმანიასა და თურქეთს შორის ბოლო დროს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.


გერმანიის საგარეო უწყებამ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა და თურქეთის მიმართ მასშტაბური სანქციები დაანონსა. თუ თურქეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ არ გაანთავისუფლებს ქვეყანაში უკანონოდ დაპატიმრებულ გერმანელ უფლებადამცველს, გერმანია ამ ქვეყანას დიდ ეკონომიკურ პრობლემებს ჰპირდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, თუ თურქეთი დაუყოვნებლივ არ გაანთავისუფლებს გერმანელ უფლება დამცველ პეტერ შტოიდტნერს და სხვა გერმანელ მოქალაქეებს, გერმანია გადახედავს თურქეთის მიმართ თავის ეკონომიკურ პოლიტიკას, საკრედიტო საინვესტიციო პროგრამებს და კარს დაუხურავს თურქეთის წევრობას ევროპის საბაჟო კავშირში. გერმანელმა დიპლომატმა ასევე გააფრთხილა საკუთარი მოქალაეები თურქეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო უწყებამ… საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ,,გერმანია თურქეთის მიმართ შანტაჟით და მუქარით არის დაკავებული,,
,,გერმანია ისე ითხოვს თავისი მოქალაქის განთავისუფლებას, რომ სამართლებლივი პროცედურებისთვისაც დროს არ იძლევა,, აცხადებს ჩავუშოღლუ, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ,,ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ ერევა და არც გერმანიის შანტაჟს და მუქარას წამოეგება,,

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ
შემდეგი სტატიადაპატიმრებული 150 თურქი ჟურნალისტის დასაცავად სტამბულში მიტინგები იწყება