დაპატიმრებული 150 თურქი ჟურნალისტის დასაცავად სტამბულში მიტინგები იწყება

თურქეთში, 1924 წელს ქემალ ათათურქის მონაწილეობით დაფუძნებული გაზეთი ,,ჯუმჰურიეთი,, (თურქ. რესპუბლიკა), ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული 150 თურქი ჟურნალისტის განთავისუფლების მოთხოვნით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.


გაზეთის წარმომადგენლებმა, 21 ივლისს, რედაქციის შენობის წინ პრესკონფერენცია მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს, 24 ივლისს თურქი ჟურნალისტების სასამართლო პროცესზე, სსამართლოს შენობასთან მისვლისა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს.
გაზეთი ,,ჯუმჰურიეთი,, რომლის 12 თანამშრომელი თითქმის ერთი წელია დაპატიმრებულია, მოსახლეობას – ჟურნალისტების, თავისუფალია მედიის და რესპუბლიკის გადარჩენისკენ მოუწოდებს.
,,გადაარჩინეთ რესპუბლიკა,, ამ ლოზუნგით, უახლოეს დღეებში სასამართლოებთან საპროტესტო აქციები დაიწყება, აცხადებენ გაზეთ ,,ჯუმფურიეთის,, ჟურნალისტები

banner
წინა სტატიაშიკონფლიქტი ღვივდება: თურქეთმა გერმანელი უფლებადამცველი დააპატიმრა
შემდეგი სტატიატრამპის პრესმდივანი მასთან უთანხმოების გამო გადაგა