ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ.

„აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა, კიდევ ერთხელ, ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად. პასუხად კი, 19 ივლისს, ხელისუფლების შიდა კონსულტაციების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ოპოზიციასთან საუბარს, იმ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც წლის დასაწყისში, ოთხი თვის განმავლობაში განიხილა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც გამომოტანილი იყო საჯარო-სახალხო განხილვის ფორმატში და ბოლოს გადმოგზავნილი იყო ვენეციის კომისიისთვის. ხელისუფლებამ, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ , რომელმაც პოზიტიური შეფასება მისცა, საქართველოს პარლამენტის, 150-ვე დეპუტატის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის ინიციატივას, ძირეულად შეცვალა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი და პარლამენტში, კვლავ შერეული საარჩევნო სისტემის ინიცირება მოახდინა, რომელიც დაჩქარებული წესით, სამ დღეში, ორი მოსმენით დაამტკიცა კიდეც.

“რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგში, “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის, კონსენსუსის მისღწევად. იგივე განაცხადა პრემიერ მინისტრმაც. სამწუხაროდ, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილების, პაკეტის შემთხვევაში, ამჯერადაც ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია და ოპოზიციასთან კვლავ ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი. “ქართული ოცნება” ოპოზიციას სთავაზობს დაეთანხმონ, შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებას, იმის სანაცვლოდ, რომ ხელისუფლება ერთჯერედად, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პოლიტიკური ბლოკების შექმნას უფლებას დაუშვებს.

“ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო და არის, შერეული სისტემიდან, სამართლიან პროპორციულ სისტემაზე (გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად გადანაწილების გათვალისწინებით) გადასვლა 2020 წლიდან. ასევე მთელი ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით იმაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლისთვის გადადება, არ შეიძლება!

“კონსულტაციების დაწყებამდე ხელისუფლების მხრიდან, კვლავ ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი, გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებას” თავად აქვს გადაწყვეტილი დიალოგიოს პროცესი, დაწყებამდე ჩაშალოს, რაც ყოვლად მიუღებელია ოპოზიციითვის, რომლის მიზანს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და კონსენსუსით მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას და ევრპულ სტრუქტურებს მიმართავენ თხოვნით, კიდევ ერთხელ იქნას დაყენებული საკითხი ქვეყნის უმთავრესი კანონის მიღებისას, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, კონსესუსის აუცილებლობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიგურიაში 15 წლის მოზარდი დაიღუპა
შემდეგი სტატიაკონფლიქტი ღვივდება: თურქეთმა გერმანელი უფლებადამცველი დააპატიმრა