კონფლიქტი ღაზას სექტორში: 400-ზე მეტი გაშვებული რაკეტა, ხუთი დაღუპული

ისრაელის თვითმფრინავებმა პალესტინაში ასობით სამხედრო ობიექტი დაბომბა წუხელ, ღაზას სექტორში – ისრაელის არმია ავრცელებს. სამხედრო აქცია ღაზიდან განხორციელებული სარაკეტო შეტევის პასუხი იყო, რომლის დროსაც პალესტინელებმა ისრაელს 370 რაკეტა დაუშინეს. ისრაელ-ჰამასს შორის კონფლიქტი 2014 წლიდან ყველაზე მეტად დაიძაბა.
უკანასკნელი მონაცემებით, ურთიერთსარაკეტო სროლებში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა – ოთხი ღაზას მკვიდრი, ერთი კი ისრაელის ქალაქ აშკელონის მცხოვრები.
ღაზიდან გამოშვებული ერთ-ერთი რაკეტა ავტობუსს მოხვდა, რომელსაც ებრაელი სამხედროები გადაყავდა. შედეგად, ერთი სამხედრო პირი დაიჭრა.
საპასუხო სროლის შედეგად ღაზის პორტში განადგურდა გემი, რომელსაც, ებრაელების მტკიცებით, ჰამასის სამხედროები დივერსიული მიზნებისთვის იყენებდნენ. გარდა ამისა, ჰამასის მიერ კონტროლირებადი ტელევიზია Al-Aqsa TV-ის შენობა გაანადგურეს, მანამდე შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ისრაელი ავრცელებს, რომ “ტელეარხი ჰამასის სამხედრო აქტიურორის გაძლიერებას უწყობდა ხელს” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს – იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში
შემდეგი სტატიარუსი გამომძიებელის მკვლელი საქართველოში დააკავეს