სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს – იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში

ქართველი ხალხი თქვენს პოლიტიკურ გუნდს პასუხს მოთხოვს ტყუილებზე, იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში, – ამ სიტყვებით მიმართა ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ბატონო ივანე, კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა შეუერთდით და არა 2012 წელს, თორემ ძალიან გაგიჭირდებოდათ თქვენი იდეოლოგიური სიწმინდის შენახვა ყველაზე უსინდისო, პოპულისტური დაპირებების კამპანიის პირობებში. ახლა, როცა ქართველი ხალხი თქვენს პოლიტიკურ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს პასუხს მოსთხოვს ამ ტყუილებზე, იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში. რაც შეეხება შეკითხვას, ყოველწლიურად იზრდება უტენდეროდ შესყიდვების რაოდენობა თქვენი მთავრობის პირობებში. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ეს არის კორუფციის ნათელი ნიშანი?!“, – მიმართა სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი ,საქართველო გადარჩება
შემდეგი სტატიაკონფლიქტი ღაზას სექტორში: 400-ზე მეტი გაშვებული რაკეტა, ხუთი დაღუპული