რუსი გამომძიებელის მკვლელი საქართველოში დააკავეს

საქართველოში დაიჭირეს იაროსლავ სუმბაევი – რუსი ჰაკერი, რომელიც, რუსეთის საგამოძიებო სამსახურების ვერსიით, გამომძიებელ შიშკინას მკვლელობის საქმეში ძირითადი ეჭვმიტანილია, რომელმაც რკინიგზის სადგურში ბილეთების თაღლითური სქემა გაშიფრა. დაკავებული თბილისში გასულ კვირას ჩავიდა. ქართული სასამართლო უახლოეს დღეებში მისი რუსეთის ხელისუფლებისათვის გადაცემის საკითხს განიხილავს.

ასტრახანის მკვიდრი ჰაკერთა ჯგუფის “ტვინად” ითვლებოდა, რომლებიც რკინიგზის ბილეთების აგენტი-კომპანიების გვერდებს ტეხავდნენ. გარდა ამისა, ის ასევე, საერთაშორისო ძებნაშიც არის სკიმინგის საქმეზე – სხვისი საბანკო ბარათებიდან თანხების მითვისებისა და სხვისი ანგარიშის ნომრების გამოყენების გამო.

საერთაშორისო ბილეთების საქმე ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა – ის განსაკუთრებულ საქმეთა მთავარი გამომძიებელი იყო. შიშკინა სასამართლო პროცესამდე 19 დღით ადრე საკუთარ სახლთან მოკლეს 10 ოქტომბერს.
ეჭვმიტანილი ქართულმა პოლიციამ თბილისში დააკავა, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს – წერს “ბიბისი” .

banner
წინა სტატიაშიკონფლიქტი ღაზას სექტორში: 400-ზე მეტი გაშვებული რაკეტა, ხუთი დაღუპული
შემდეგი სტატიანარკობარონ გუსმანის სასამართლო ნიუ-იორკში დღეს გაიმართება