კონჩიტა რუსეთში სახლის ყიდვას აპირებს

2014 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა, რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთში სახლის შეძენას აპირებს.

წვერებიანი ქალბატონი კონჩიტა, სანქტ-პეტერბურგში სექსუალური უმცირესობის ფესტივალ «Бок о бок» -ზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც მან მედიასთან საუბრისას იმ შთაბეჭდილებაზე ისაუბრა, რაც მასზე ადგილობრივმა არქიტექტურამ მოახდინა… კონჩიტამ რუსეთში სახლის შეძენის სურვილიც გამოთქვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მას ამისთვის სახსრები მოძიებული არა აქვს.

კონჩიტა ვურსტის განცხადებით, მას უამრავი გეგმები აქვს, რომელიც მისივე თქმით ,,არც მუსიკას უკავშირდება, არც პარიკის ტარებას და არც ხელოვნური წამწამების მიწებებას,,

banner
წინა სტატიაშიკიევში დაკავებული 65 კრიმინალური ავტორიტეტი გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაევრო სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს