კომპანია „ბორჯომმა“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

კომპანია „ბორჯომმა“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს კომპანია დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს“, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი ადამიანური შიში აქვთ, მზად ვარ ამ ადამიანებს სააკაშვილთან წავყვე
შემდეგი სტატიაკიევის ოლქში ორი მამაკაცის სხეული აღმოაჩინეს, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს