“კომიკური, ყოყლოჩინა, მამლაყინწა,”- სევდია უგრეხელიძე ნარმანიას პასუხობს

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიას თბილისის მთავრობის დათხოვნას ურჩევენ.

“კომიკური, ყოყლოჩინა, მამლაყინწა,”- ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა სევდია უგრეხელიძემ თბილისის მერის კომენტარი. სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ ნარმანია განერვიულებულია და მოუწოდებს მას დამშვიდდეს და გასული წლისგან განსხვავებით წელს მაინც გაითვალისწინოს ოპოზიციის რჩევები.

“ნარმანიას კომიკურ ყოყლოჩინა მამლაყინწა განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენ კონსტრუქციულად ვთავაზობთ გარკვეულ წინადადებებს. შარშან მათ ჩვენი წინადადებები არ გაითვალისწინეს და 1 მილიარდი თანხა ისე გაფლანგეს, რომ შესამჩნევი იყო პრემიებზე და თანამდებობებზე. ამის ნაცვლად მოვუწოდებთ გაითვალისწინოს ის სოციალური საჭიროებები, რაც მოსახლეობას გააჩნია. განერვიულებულია ბატონი ნარმანია, ალბათ ბატონი ბიძინა არ არის მისი მუშაობით კმაყოფილი, თორემ არ მგონია, რომ ის სხვა რამეს გაენერვიულებინოს,” – აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

banner
წინა სტატიაშირატომ არ უჭერს მხარს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვს