“კობახიძემ დაანონსა, რომ რეგისტრაციებს შეუწყვეტს პარტიებს, შეუწყევეტს სასუნთქ საშუალებებს, შანტაჟი არ გაგივა, ბიძიკო”

კობახიძემ დაანონსა, რომ რეგისტრაციებს შეუწყვეტს პარტიებს, შეუწყევეტს სასუნთქ საშუალებებს, არსებობის საშუალებებს, დავამყარებთ ერთპარტიულ ოლიგარქიულ დიქტატურას ქვეყანაში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივას, ამას გუგავა სიბრიყვედ აფასებს.

„რაც მან შანტაჟის ენით განაცხადა, ეს გახლავთ არა ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამემტის შეკრება მხოლოდ, არამედ ერთპარტიული დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. ეს შანტაჟი ბიძიკო, არ გაგივა, შენ ამით ვერავის ვერ შეაშინებ, ეს ღირებულებითი ბრძოლაა, ესაა ბრძოლა თავისიფლებისთვის, იდეალებისთვის, ჩვენი მომავლისათვის და შენ ვერავინ ვერ შეგწირავს და ივანიშვილს ამ ბრძოლას. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ქართველი ხალხი.

რა განცხადებებიც გააკეთა, არის ანტიკონსტიტუციური, კონსტიტუციური პრინციპების თავზე გადახევა, ასეთი განცხადებები უყო სწორედ კობახიძის მხრიდან. ეს წარმოუდგენელი სისილელე და სიბრიყვე განაცხადა, რომ თურმე შეიკრიბება ერთპარტიულ პარლამენტში, შექმნიან საგამოძიებო კომისისას იმის შესახებ, რომ თავად გააყალბეს თუ არა არჩევნები, ეს იგივეა, მგელმა შექმნა სამსჯავრო და ტრიბუნალი იმასთან დაკავშირებით, მიირთმევს თუ არა ცხვრის ხორცს. თავად კობახიძემ, რომელმაც არჩევნები გააყალბა, იმას გამოიძიებს თავად თურმე. აბსურდები და სამარცხვინო ტყუილები განაცხადა, ყველა პარტიამ, მათ შორის ჩვენც გავასაჩივრეთ ყველა საარჩევნო ოქმი, მათ შორის შემაჯამებელი ოქმები, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არც ერთი უბნის გახნის საშუალება არ მოგვცა, ყველა გზა მოგვიჭრეს, მეტიც ცესკომ კანონის დარღვევით პარტიებს წაართვა შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების უფლება. ეს ღია ტყუილია, სიცრუეა, მაგრამ დამახასიათებელია ასეთი ხალხისაგან. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თქვა, დაანონსა მან რეპრესიები , დაანონსა ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება. სამართლებრივი მექანიზმები გამოვიყენეთ, მაგრან არც ერთი არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიგადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად-ვაშაძე
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე პარლამენტში შესვლის საკითხზე – ორი-სამი დღე მაცალეთ