გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად-ვაშაძე

ოპოზიცია “ლელოს” ოფისში მორიგ შეხვედრას მართავს. პარტიების ლიდერები ახლა იკრიბებიან. შეხვედრაზე ფასილიტატორ ელჩებთან, მეხუთე რაუნდის წინ მორიგ კონსულტაციებს გაივლიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უთხრა, ის მოლაპარაკებების ჩაშლის მომხრე არ არის და ყველაფერს გააგრძელებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

გიორგი ვაშაძე დღეს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგსაც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ განცხადებები მიმართული იყო სიტუაციის მეტი რადიკალიზაციისკენ:

“ეს არის მცდელობა მეტი რადიკალიზაციისკენ, რომ გაგვხვიონ ერთ მარაქში. არ ავყვები ქართულ ოცნებას საკუთარ თამაშში, ვეუბნები კობახიძეს პირდაპირ ეთერში… შესვლა-არშესვლის თემას საერთოდ არ ვიხილავ ამ ეტაპზე და ჩემთვის მთავარი არის შეთანხმება – ამბობს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიბოკერია კობახიძეზე: ივანიშვილს მორიგ ჯერზე უმტყუნა ნერვებმა
შემდეგი სტატია“კობახიძემ დაანონსა, რომ რეგისტრაციებს შეუწყვეტს პარტიებს, შეუწყევეტს სასუნთქ საშუალებებს, შანტაჟი არ გაგივა, ბიძიკო”