გუბაზ სანიკიძე პარლამენტში შესვლის საკითხზე – ორი-სამი დღე მაცალეთ

ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში შესვლის საკითხზე.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია პარლამენტში შესვლაზე, შედის თუ არა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ჯერ ვერ გასცემს, რადგან ამ ეტაპზე მაყურებლის როლშია და დრო სჭირდება.

„ვერ გაგცემ კითხვებზე პასუხს ჩემო კარგო. მიტომ ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიტომ ვერ გაგცემ პასუხს, აი, ორი-სამი დღე მაცალეთ, მერე გაგცემთ პასუხს. არ არის ჩემი მოსაზრება საინტერესო ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ. ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი. მაყურებლები ვართ ყველანი, ჩემო კარგო ადამიანო. აუ, გეხვეწები რა, ჩემო ძვირფასო ადამიანო. მორჩა და გათავდა. ჩემი უფლებაა, რა როდის მოგცემთ ინტერვიუს.”

banner
წინა სტატიაში“კობახიძემ დაანონსა, რომ რეგისტრაციებს შეუწყვეტს პარტიებს, შეუწყევეტს სასუნთქ საშუალებებს, შანტაჟი არ გაგივა, ბიძიკო”
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ჩვენ ვხედავთ რომ სასოწარკვეთილია ხელისუფლება, ბოიკოტი აუცილებლად შედგება